+995 579 69 93 93 info@supergeorgia.ge

Login

Sign Up

Username*
Password*
Confirm Password*
First Name*
Last Name*
Email*
Phone*
* Creating an account means you're okay with our Terms of Service and Privacy Statement.

Already a member?

Login

ძველი თბილისი

ტურის ფასი 1 პირისთვის
ტურის შესახებ

ძველი თბილისის ტურის ფარგლებში, საშუალება გეძლევათ იმოგზაუროთ IV- XVIII საუკუნეების ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ნახოთ ყველა ის ღირშესანიშნაობა, რაც ქალაქის ამ ულამაზეს ნაწილში მდებარეობს. ტური არის საფეხმავლო და იწყევა ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან. მოგემსახურებათ პროფესიონალი გიდი, რომელიც იქნება თქვენი მეგზური ისტორიულ ადგილებში.ღვინოს დაგემოვნება და ქართული რესტორანი, დღის საუკეთესო დასასრულია.

გამგზავრება და დაბრუნება

ვარდების რევოლუციის მოედანი (google map)

გამგზავრების დრო

9:30

მანძილი

4კმ

ფასში შედის

  • ტრანსპორტი
  • გიდის მომსახურება
  • ბილეთები
  • ღვინის დეგუსტაცია
  • სადილი ქართულ რესტორანში

ფასში არ შედის

  • სხვა დამატებითი ხარჯები

რჩევები

  • წყალი
  • მზისგან დამცავი
  • თავშალი ქალბატონებისთვის

საუკეთესო პერიოდი

  • წლის ნებისმიერი დრო
ქალაქის შესახებ

თბილისი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი დაფუძნდა მე-5 საუკუნეში, ხოლო საქართველოს დედაქალაქად იქცა მე-6 საუკუნეში. თავისი მდიდარი ისტორიისა და ეთნიკური მრავალფეროვნების წყალობით თბილისში შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობები. ქალაქის ცენტრში ბევრი თანამედროვე პროსპექტი და ძველებური ვიწრო ქუჩაა. ტურისტებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შუა საუკუნეების უბანი. თბილისში მოქმედებს როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ასევე მეჩეთები და სინაგოგები, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობენ. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს თბილისური ტოლერანტობის მაღალ დონეზე.

ქალაქში დიდი რაოდენობით არის ბარ-რესტორნები და ფეშენებელური სასტუმროები, თუმცა არც იაფი საცხოვრებელის შოვნა წარმოადგენს პრობლემას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულო და მიირთვათ ყავა. მრავალრიცხოვანი კლუბების წყალობით ცხოვრება მუდამ აქტიურ რეჟიმშია, მსურველებს ყოველთვის შეუძლიათ გაერთონ ღამითაც. თბილისის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს ნარიყალას ციხე-სიმაგრე, სიონის ტაძარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ვორონცოვის სასახლე, სამების საკათედრო ტაძარი, ეროვნული მუზეუმი და მრავალი სხვა.

 

ღირშესანიშნაობები

  • მეტეხის ტაძარი
  • ქართლის დედა
  • ბოტანიკური ბაღი
  • ლეღვთახევის ჩანჩქერი
  • ნარიყალას ციხესიმაგრე
  • გოგირდის აბანოები
  • ანჩისხატის ეკლესია
  • სიონის საკათედრო ტაძარი
მარშრუტი

1მეტეხის ციხესიმაგრე:

ტური იწყება მეტეხის ტაძრიდან. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი V საუკუნით თარიღდება. ტაძარი აღმართულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზედ ციცაბო კლდის პირას, საიდანაც იშლება ხედი მდინარე მტკვარზე. მეორე ნაპირზე კი, მეტეხის პირდაპირ, მცირე გორაკზე – თბილისის ძველი დედაციხის ნანგრევებია.

2მეტეხის ტაძარი:

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს ძველი თბილისის უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა.

3ქართლის დედა:

სიმბოლო ქართველი ქალისა. აიგო 1958 წელს როგორც ხის ალეგორიული დროებითი ქანდაკება. შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და ხის ფაქტურა ალუმინით დაიფარა.

4ბოტანიკური ბაღი:

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში,სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისის წყლის (ლეღვთახევის) ხეობაშ. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

5ლეღვთახევის ჩანჩქერი:

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოებში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.

6ნარიყალას ციხესიმაგრე:

ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ძველი თბილისის ყოველი კუთხიდან მოჩანს, IV -XVI საუკუნეებში წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას ადგილობრივი მმართველებისთვის.

7გოგირდის აბანოები:

აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

8ანჩისხატის ეკლესია:

VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი თბილისში, სადაც არის სასწაულმოქმედი მაცხოვრის ხატი.

9სიონის ტაძარი:

თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩის №4–ში, ქ. თბილისის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი V საუკუნიდან დღემდე, ხოლო 1920 წლიდან საპატრიარქო ტაძარი.

Photos
Map